• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თათბირი მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ , მერიის სამსახურების, განყოფილებების  და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

 სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

 მერმა ,მოადგილეებთან ერთად იმსჯელა,  სტრუქტურულ ერთეულებში  მიღწეულ წარმატებებზე, სოფლებში შესრულებულ სამუშაოებსა და   მოსახლეობის მიერ დასმულ პრობლემებზე , მსჯელობის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა ერთად  დასახეს მიმდინარე გამოწვევების მოგვარების გზები.

    მანუჩარ რობაქიძემ ისაუბრა  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, თერჯოლა-რუფოთი-ტელეფას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, რომელზეც მუშაობა  ამ ეტაპისთვის განახლებულია ,მერის განმარტებით, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, უკვე შემოდგომაზე ,დასახელებულ ადმონისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის პრობლემა სრულად მოუგვარდება.

   მაისის თვიდან კი თერჯოლაში მზა ბეტონის პროგრით, სოფლებში საუბნო გზების ყველაზე დაზიანებული მონაკვეთების მოეწყობა, მოსახლეობის ჩართულობით.


   მუნიციპალიტეტის მერმა  საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება; როგორც მერმა განაცხადა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქ. თერჯოლის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც ორ თვეში  უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც მოხდება მისი ინვენტარიზაცია. 

  თათბირზე  მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა) იპების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ასევე   მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილი პროექტების  შესახებ.




#თერჯოლიმუნიციპალიტეტი2025

#