თერჯოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით მემორიალები ყვავილებით შეამკეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ქ.თერჯოლასა და სოფელ ძევრში, 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სასულიერო პირებმა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.