თერჯოლაში ახლად რეაბილიტირებული  ა(ა) იპ  მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა
                    31 მაისს   ქ.თერჯოლის ახლად რეაბილიტირებული  ა(ა) იპ  მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა.ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად,იმერეთის მხარის რწმუნებული-ზვიად შალამბერიძე, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგნლები დაესწრნენ.
 ცენტრის განახლებულ დარბაზში მოეწყო  მხატვრული ღონისძიება  სახელწოდებით ,,სიყვარულის მემკვიდრეობა“ . ღონისძიების დასასრულს,  დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა ,  ცენტრის ყოფილ დირექტორებს 
დამსახურებული  ჯილდოები გადასცეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ-გიორგი ბარათაშვილმა.
  ღონისძიების დასრულების შემდეგ , სტუმრებმა  დაათვალიერეს ცენტრის  რეაბილიტირებული სივრცე. 
პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა,მისი საერთო ღირებულება 310 000 ლარია,  კეთილმოწყობის სამუშოები კი შპს   ,,იდეალმშენმა,,  აწარმოა.