თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარესთან სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრებში:
„საპოვნელა“
და
„მზის
სხივი“
გამართულ
ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება , დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და კერძო სკოლა ,,მზეკაბანის” მოსწავლეების
ჩართულობით ჩატარდა, სლოგანით
„ერთად
მარტოობის
წინააღმდეგ“
. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრების აღსაზრდელთა ნამუშევრები.
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნულ დღის ცენტრებს, საწარმო „ბაბალეს“ პროდუქცია გადასცეს საჩუქრად.
ტრადიციულად, დღის ცენტრების ეზოში, აღსაზრდელების მიერ დაირგო ნერგები .
დღის ცენტრებში
მოწყობილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები დაესწრნენ.