თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირზა
ქოჩიაშვილი, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველის , მოსწავლე-ახალგაზრდობის და სამუსიკო სკოლის
აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა.
ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების მონაწილეებს დედა ენის დღე მიულოცეს და ისაუბრეს ჩვენი ანბანის ისტორიის და უნიკალურობის შესახებ. მათი თქმით, განსაკუთრებით
დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობისთვისა და საზოგადოებისთვის
ქართული ენის დაცვას , პატივისცემას და გაფრთხილებას.