თერჯოლაში სკოლამდელი განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 30 აპრილს , სკოლამდელი განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობადა და პოზიტიური მშობლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული შეხვედრა თერჯოლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მაია თორთლაძემ გახსნა .
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, ხარისხიანი სკოლამდელი
განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძე, მერიის,საკრებულოს ,რესურსცენტრის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები, საბავშვო ბაღის მენეჯერები,მეთოდისტები და აღმზრდელ-პედაგოგები.
შეხვედრა ჩატარდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით.