• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში სოხუმის დაცემის დღე აღნიშნეს

   31 წელი სოხუმის დაცემიდან...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების  31-ე  წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ  რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან,მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებსა  და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის ომში გარდაცვლილი  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

   ,, 31 წელი გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან, ის, რომ სოხუმი დაეცა  სამი ათული  წლის წინ, 27 სექტემბერს, ეს არის დიდი ტრაგედია  ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ადამიანებს,გმირებს , ვინც თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ღირსებით დავბრუნდებით აფხაზეთში და ყველა ერთად ვიცხოვრებთ, ერთიან და ძლიერ საქართველოში.- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

   სამშობლოსათვის გარდაცვლილი გმირების პატივისმიგების შემდეგ, ადგილობრივითვითმმართველობის წარმომადგენლები , მოქალაქეებთან ერთად თომა ჩაგელიშვილის  დოკუმენტური ფილმის  ,,  სოხუმის უკანასკნელი დღე“   ჩვენებასაც დაესწრნენ.

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით , ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს  გაგრძელდა.

#ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს

#აფხაზეთისაქართველოა

#