თერჯოლაში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა
თერჯოლაში, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებები საბავშვო აქტივობებით და ზღაპრის გმირების წარმოდგენებით
დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საშობაო ბაზრობა, შესრულდა მუსიკალური ნომრები, ზეიმის პატარა სტუმრები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ბავშვებთან ერთად, საზეიმოდ აანთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი შემსრულებლები: ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი,თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე;თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა; კახა კუხიანიძე; ჯორჯიან სიქს და გუფილენდი .
საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.
"ახალი წლის დღეები" მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.