• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლაში ორდღიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასზე მეტ ვეტერანს, პენსიონერს და სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმების მიერ სხვადასხვა სახის გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა.
აქციის ფარგლებში, 7 ივნისს , სამედიცინო პერსონალი მოძრავი ამბულატორიის მეშვეობით ადგილზე მოემსახურება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ.
გამოკვლევების პროცესს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე გაეცნო და მონაწილე მოქალაქეებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მსგავსი სამედიცინო აქციები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ტიპის პროგრამებისა და სამედიცინო აქციების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
#