• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

👩🏻‍🏫👩🏻‍🏫თერჯოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, მზია ვერულაშვილს 80 წელი შეუსრულდა

👩🏻‍🏫👩🏻‍🏫თერჯოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, მზია ვერულაშვილს 80 წელი შეუსრულდა.

👤👥მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჩხიკვაძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად ღვაწლმოსილ პედაგოგს დაბადების დღე მიულოცა, განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სასკოლო ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

👩🏻‍🏫👩🏻‍🏫მზია ვერულაშვილი ქუთაისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო საქმიანობაში და ჩხარის#2 საჯარო სკოლაში ჩვეული ენერგიითა და პროფესიონალიზმით ემსახურება საყვარელ საქმეს.

🔶დღესვე სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებმა მხატვრული ღონისძიება გამართეს, სადაც პატივისცემა, სითბო და სიყვარული გამოხატეს პედაგოგის მიმართ.

✅ შეხვედრას მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე დაესწრო.

#