თერჯოლის მერი მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს შეხვდა
თერჯოლის მერი , მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს შეხვდა. მანუჩარ რობაქიძემ , მერიისა და მრჩეველთა საბჭოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა, წარმომადგენლებს სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა .
შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს , 2025 წელს მუნიციპალიტეტში ჩატარებული კულტურული, სპორტული ღონისძიებები და საგანმანათლებლო პროექტები გააცნეს. მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა ასათიანმა , საბჭოს წევრებს პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა 2025 წლის ანგარიში.
შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.