• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა

ძვირფასო ახალგაზრდებო,
დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღეა, დღეს ბოლო ზარი ირეკება. თქვენ ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც არაერთი ბედნიერი წუთი, მეგობრობა, გამოცდილება და მოგონება დაგიგროვდათ. ეს წლები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს გულებში, რადგან სწორედ აქ დაიწერა თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი ისტორიის პირველი თავი.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!
გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო და სიყვარულით სავსე ცხოვრებას, დაუღალავ წინსვლას, გაბედულ ოცნებებსა და იმ მიზნების ასრულებას, რომლებიც დღეს თქვენს გულებში ცხოვრობს.
ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, მეტი შესაძლებლობებით, ახალი ადამიანებით, გამოცდილებებითა და თავგადასავლებით. წინ დიდი მიზნები, გამოწვევები და გამარჯვებები გელოდებათ. მჯერა, რომ ცოდნის მიღებისა და განვითარების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ, საკუთარი შრომითა და პროფესიონალიზმით კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში.
გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის იმედია. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ხვალინდელი დღე!
პატივისცემით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე
#