• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების , ა(ა)იპების და სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ  რობაქიძე, მოადგილეებთან ერთად,  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, ა(ა)იპებისა და  მერიის სამსახურის  ხელმძღვანელებს  შეხვდა.

 

შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.

 

მერმა ყურადღება გაამახვილა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.  მანუჩარ რობაქიძის განცხადებით,  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და  მიმდებარე ტერიტორიების  დასუფთავებას. ამ მიზნით, სოფლებში  უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებშიც ატიურად გაგრძელდება   გზების მოწესრიგება და  დასუფთავების აქციები.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ბაზაძემ  მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.  2026  წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 23 პროექტი განხორციელდება.

 

შეხვედრაზე განიხილეს ასევე მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები და დაგეგმილი პროექტები. მერიის  სამსახურების  და ა( ა)იპების ხელმძღვანელებმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

#