• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრო, რომელიც საგანმანათლებლო პროექტის - ,,ვირჩევ პროფესიას’’ ფარგლებში, რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა  სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემაზე შექმნილი პრეზენტაციები წარადგინეს.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

კონფერენციას მერიის  და საკრებულოს წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

#