• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სამბოში ევროპის პრიზიორებს შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად,  სამბოში ევროპის პრიზიორებს :  ვახტანგ შუღლაძეს და ლუკა ნიქაბაძეს  შეხვდა. 

   მერმა  გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს, ლერი ჯიხვაშვილს  მიღწეული შედეგები მიულოცა, მადლობის სიგელები გადასცა და შემდგომში წარმატებები უსურვა.  ევროპის პრიზიორებს მუნიციპალიტეტის მერიისგან ჯილდოდ 1000 ლარი გადაეცემა .


   სერბეთში გამართული  ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, თერჯოლელმა სამბისტებმა 21-წლამდელებს შორის, საბრძოლო სამბოში  მიიღეს მონაწილეობა, ვახტანგ შუღლაძემ (-79 კგ) და ლუკა ნიქაბაძემ (-98 კგ)  ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


  შეხვედრას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ოქრუაძე,საკრებულოს აპარატის უფროსი ანა მარგველაშვილი და თერჯოლის სპორტის სასახლის დირექტორი ირაკლი ჩხეიძე დაესწრნენ.

#