თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე,საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად , სამუსიკო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის
ვ.კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ საანგარიშო კონცერტი ჩაატარა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში , 240 მოსწავლე რამდენიმე მუსიკალურ მიმართულებას ეუფლება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფორტეპიანოს, ხალხური საკრავების და გიტარის სექციის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნომრები.