• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია გრანტიან სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

🎓საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან, მანუჩარ რობაქიძესთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში,მაქსიმალური ქულების მქონე სამი სტუდენტი ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

▪️ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე, ასევე ბიუროს წარმომადგენლები, ბონდო სოფრომაძე,ზვიად გვადიბაძე და მალხაზი ლოლაძე ესწრებოდნენ.

▪️ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამომავლოდ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

💬,, განსაკუთრებულად საამაყო და სასიხარულოა, როდესაც თერჯოლაში ასეთი გონიერი და მიზანდასახული ახალგაზრდები არიან. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 52 გრანტიანი სტუდენტი გვყავს.გადავწყვიტეთ თითოეულ მათგანს ფულადი ჯილდო გადავცეთ. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, უკვე დაწყებულია წარმატებულ სტუდენტთა საბუთების მიღება, ასევე მაქვს სურვილი და გამოვხატავ მზაობას პირადად შევხვდე და გავიზიარო მათი სიხარული და წარმატება. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მშობელსა და მასწავლებელს გაწეული შრომისთვის.“-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე.

🔊🔉გაცნობებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები გრანტიანი სტუდენტებისთვის ფულადი ჯილდო გაიცემა.

▪️სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უნივერსიტეტიდან ჩარიცხვისა და გრანტის მიღების შესახებ;

▪️პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათთვის სასურველი ბანკიდან ანგარიშის ნომრის ამონაწერი;

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელს, ნინო ბერძულიშვილს 📞საკონტაქტო-595 711 244

#