 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო კამპანიას „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შეუერთდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო კამპანიას „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შეუერთდა. 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 დასუფთავების აქცია ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მნიშვნელოვანია წყლის რესურსების როგორც სიფრთხილით, რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება, ასევე მისი დაცვა დაბინძურებისგან.

 გარემოსდაცვით ღონისძიებებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად , საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების  თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ, რითაც ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი გარემო პირობების შექმნასა და შენარჩუნებაში.

 მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დასუფთავების აქცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დასუფთავების აქცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა. პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“.
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“.