• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობა აქტიურად გრძელდება

🔹თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“  შორის ურთიერთთანამშრომლობა აქტიურად გრძელდება.

🔹მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 6 -დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდებისთვის,  დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დაფუძნდა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას .

როგორც დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ აღნიშნა ,, პროექტი ითვალისწინებს სპორტის პოპულარიზაციას, ტალანტების მოძიებას, ფეხბურთელების სტაჟირებას დინამოს აკადემიაში და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას, ასევე გუნდები უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით .“ 

მუნიციპალიტეტში 6-დან 12 წლამდე ასაკობრივ გუნდებს ვარჯიშებს ლიცენზირებული მწრთვნელი, დიმა არეშიძე ჩაუტარებს.

პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია https://isurve.ge  რომელმაც თერჯოლის საფეხბურთო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა სპორტული ინვენტარი.


#