თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში" გაიმართა, რომლის პრეზენტაციას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი დაესწრო.
კონკურსი ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის, ტურიზმის მიმართულების ორგანიზებით განხორციელდა და მასში 14 სკოლის 20 -ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები:
1-ლი ადგილი-ბარბარე მაჭარაშვილი ( კერძო სკოლა ,,მზეკაბანი“)
მე-2 ადგილი-ღვანკითის საჯარო სკოლის მე-10 კლასი
მე-3 ადგილი- მარიამ და ლიზი სულამანიძეები ( ჭოგნარის საჯარო სკოლა)
გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას, საკრებულოს კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნინო ოქრუაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი შალვა გოგოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.