• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით , რვა ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო მოედნები მოეწყო

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, #ლაშა_გოგიაშვილის ინიციატივით ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, #რვა ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო მოედნების მოწყობა დასრულებულია.

🔶#ქალაქი_თერჯოლა
🔶#ჩხარი
🔶#ძევრი
🔶#ახალთერჯოლა
🔶#თუზი
🔶#საზანო
🔶#სიქთარვა
🔶#ეწერი

👤👥თერჯოლის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და ახალგაზრებს გაესაუბრა .

🗣️🗣️,,მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა მოსახლეობის თხოვნით დავგეგმეთ. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას . სავარჯიშო მოედნების მოწყობა მომავალ წელს, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დაიწყება და აქტიურად გაგრძელდება.“-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

⛳⛳სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ #ქვედა_ალისუბანსა და #ახალთერჯოლაში , ხოლო
#უახლოეს_დღეებში დაიწყება, სოფელ კვახჭირში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.

#