• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ თერჯოლაში არსებული დღის ცენტრის ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი შშმ ბავშვთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ,,საპოვნელას“ აღსაზრდელებს ესტუმრნენ, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

🗣️🗣️,, მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს. თქვენთან ყოველთვის იგრძნობა სითბო, სიყვარული, სიკეთე და ბედნიერება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნრო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,თქვენში არის ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და მოტივაცია. თერჯოლის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ცენტრში მოსარგებლე ბავშვების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას და თვითრეალიზაციაში დახმარებას.“-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ.

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი შშმ ბავშვთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრია, სადაც საერთო ჯამში 26 აღსაზრდელი იღებს განათლებას.მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ორივე დღის ცენტრს მათივე საჭიროებების მიხედვით გაეწია დახმარება.
#