• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით გოგბერაშვილსა და სერგი ჯიხვაშვილთან ერთად, გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
სოფელ გოდოგანში, ხორხის უბანთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 1400 გრძ/მ არმირებული ბეტონის საფარი, ორ ლოკაციაზე კი - საყრდენი კედელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 1 033 000 ლარს შეადგენს.
ასევე, სოფელ რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 740 გრძ/მ არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 179 328 ლარს შეადგენს.
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები - შალვა ჭანკვეტაძე, გრიგოლ გიორგაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები - ზურაბ გოგიაშვილი და გურამ ცირეკიძე.
#