თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მემორიალი ყვავილებით შეამკო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ზვიად ბაზაძემ აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ძევრში, მისი მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მეომრის ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შმაგი სოფრომაძის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს, მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეებმა კი შესაბამისი თემატიკის ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა დავითმა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.