დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამსახურისა და განყოფილების  უფროსებთან, ასევე ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან  მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
👤👤მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, მერიის თითოეული  სამსახურის უფროსისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ და  მათთან ერთად პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
🗣️თათბირზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ავთანდილ ურიადმყოფელმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით  პრიორიტეტები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა, დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე.შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
👉ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა სოციალური პროგრამების  განხორციელების შესახებ შეფასება გააკეთა  და მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის შესახებ ისაუბრა.
🗣️🗣️მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე თითოეულ თანამშრომელს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის მხრიდან დასმული ყველა საკითხის განხილვა და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.