• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერიის სამსახურების , განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, თანამშრომლებს ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ახალი ხელმძღვანელი- შალვა გოგოლაშვილი წარუდგინა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და მაისის თვეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას ცალკე ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურას. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ,ამ მიმართულებით რამდენიმე ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს არმირებული ბეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. მაისის თვეში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით , მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებთან დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზები კეთილმოეწყობა.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები-ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ
#