• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2023 წლის 13 დეკემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს:   ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის“, დადგენილების პროექტი, 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

 

2024 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმოდგენილი რედაქციით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 19 150 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 2 650 000 ლარით მეტია.

 

საკრებულოს წევრებს თერჯოლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა დაფინანსებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც  ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

 

ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ უპასუხა.

 

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#