თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3
ივნისს, მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის
დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა
ლანჩავას,
ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და იურიდიულ
საკითხთა
კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები -
ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026
წლის 3 ივნისის მორიგი
სხდომის
დღის
წესრიგი:
1.
,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა
და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2026 წლის 1 აპრილის №გ-29.2926091001 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826614986,
29.05.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის
შესახებ (თანხმობა მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებულ, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2954 კვ.მ.
მიწის ნაკვეთის(ს.კ.33.05.36777) სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით
გასხვისებაზე (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282615210, 01.06.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
3.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი
ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282614964,
29.05.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
4.
,,საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და
საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას
მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების, მათი შინააარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების
წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 სექტემბრის
№19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282614964,
29.05.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
5. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო
გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს.:
დ. გოგბერაშვილი
6. ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირერბული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის
2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2026 წლის 14 იანვრის №გ-29.292601420 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282614963, 29.05.2026 წ.);
მომხს.:
ლ.ლანჩავა
7. ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვთა ოჯახების მხარდაჭერისა და
გაძლიერების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2026 წლის 14 იანვრის №გ-29.292601418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282614963, 29.05.2026 წ.);
მომხს.:
ლ.ლანჩავა
8. ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149
განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი
№ 28-282615240, 01.06.2026 წ.).
მომხს.:
ლ.ლანჩავა