• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 10 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ თუზში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მდებარე 12 მ² არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით მოქალაქე ნათია კუპატაძისათვის გადაცემის შესახებ).
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის Nგ-29.292301115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. თერჯოლაში მდებარე ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
✅ ,,ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასურის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 ივნისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.292301112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.29230112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების 2023 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.292301113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭივრებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.29230118 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.2923011001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#