• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 9 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ცვლილების ასახვის შესახებ ინფორმაცია.

,,ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასურის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 ივნისის N20 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

თერჯოლის მუნიციციპალიტეტის სოფლების: ახალთერჯოლა, ბოსელა(ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეული); ბროლიქედი, გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი (გოდოგანის ადმინისტრაციული ერთეული); ახალუბანი, ეწერი (ეწრის ადმინისტრაციული ერთეული); დელტასუბანი, ზედა საზანო, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი(ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული); კვახჭირი, ოდილაური, სარბევი (კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეული); ოქონა, ძევრი, სეფარეთი (ძევრის ადმინისტრაციული ერთეული); ჭოგნარი (ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეული),  სახელდების შესახებ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N117-ში მდებარე (ს/კ N33.09.45.945) შენობის პირველ სართულზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 67.00 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის  სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-სათვის გადაცემის შესახებ).

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  N 29.292301112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  N 29.29230112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2023 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის N 29.292301113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  N 29.2923011001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

🔷 აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#