• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2025 წლის 2 ივლისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძე მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

🔷️ საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

 

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025   წლის  2 ივნისის  მორიგი  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28251822 წერილი, 01.07.2025 წ)

 

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

 

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის  N 29.29250159  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28251828  წერილი, 01.07.2025 წ)

 

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით ()იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: ) / 33.15.33.084 - სოფელი ჩხარი - 1199 2 არასაცხოვრებელი ფართი; ) / 33.10.37.544.01.501 - სოფელი ღვანკითი - 37 2 არასაცხოვრებელი ფართი; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282518162  წერილი, 30.06.2025 წ);

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ  ( ქ. თერჯოლაში, ოთხი ძმის ქ. N13 -ში მდებარე 2932 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1188.13 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ს.კ.33.09.39.206 - საბავშვო ბაღი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ თერჯოლის სკოლანდელი აღზრდის მუნიციპალურ ცენტრს; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282518126 წერილი, 30.06.2025 წ);

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2025 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 ივნისის N გ-29. 2924166001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28251823 წერილი, 01.07.2025 წ);

 

/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/

 

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 მაისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

 

7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 დეკემბრის N 22 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

 

8. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/

 

 

 

🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

#