თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 4 თებერვალს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი
ჩხიკვაძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა
ლანჩავას, იურიდიულ
საკითხთა
კომისიის
თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ეკონომიკის და
ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომისიის თავმჯდომარის
- ნინო ოქრუაძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ
საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე,
მერის პირველი მოადგილე - ზვიად
ბაზაძე და მერიის
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026
წლის 4
თებერვლის მორიგი
სხდომის
დღის
წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282602222, 22.01.2025 წ.);
მომხს.:
ზ.ჩხიკვაძე
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისი №7
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
3.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა
აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282603357, 02.02.2026 წ.);
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების
შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282603357,
02.02.2026 წ.);
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
5. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის წერილი №28-282603357, 02.02.2026 წ.);
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
6. ,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის,
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო
სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების
წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის № 44 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282603357,
02.02.2026 წ.);
მომხს.: ნ.ოქრუაძე
თანამომხს.: ბ.ბუცხრიკიძე
7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნორმარტიული ფასის დადგენის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის წერილი № 28-282603367, 02.02.2026 წ);
მომხს.:
ბ.ბუცხრიკიძე
8. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული(საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მიწის(უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი ს.კ.33.09.43.138 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282603361, 02.02.2026 წ);
მომხს.:
ბ.ბუცხრიკიძე
9. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო
გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №
28-282603020, 30.01.2026 წ.);
მომხს.: ლ.ლანჩავა
10. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული
ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149 განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის
გასწორების შესახებ;
მომხს.: ლ.ლანჩავა
11. ,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების
2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2026 წლის 14 იანვრის № გ-29.292601410 განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების
შესახებ.
მომხს.:
ლ.ლანჩავა