თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 6 მაისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი
ჩხიკვაძის,
ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და იურიდიულ
საკითხთა
კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, ეკონომიკის
და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026
წლის 6 მაისის მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
მომხს.:
ზ.ჩხიკვაძე
მომხს.:
ზ.ჩხიკვაძე
3. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ.თერჯოლა,
რუსთაველის ქ. №109-ში მდებარე მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.949) არსებული 40 კვ.მ.
არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, იჯარის (ქირა) ფორმით, 2(ორი) წლის ვადით
გასხვისებაზე (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826124105, 04.05.2026 წ);
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე
4.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის 5 მარტის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე