თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 1 ივლისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ჯანმრთელობის დაცვის და სოცილალურ საკითხთა საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას მიერ წარდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქმეთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 ივლისის მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა მუნიციპალიტეტის მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სოფელ კვახჭირში, მდებარე ერთსართულიან შენობა ნაგებობაში(*საბავშვო ბაღი) არსებული 50 მ2 არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, იჯარის (ქირა) ფორმით, 2 წლის ვადით გასხვისებაზე) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618085, 29.06.2026 წ);
/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282618114, 30.06.2026 წ);
/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618115, 30.06.2026 წ.).
/მომხს. ლ.ლანჩავა/