• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

2023 წლის 28 დეკემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს 7 საკითხს. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთი საკითხი, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა 6 საკითხი.

 

ამასთანავე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას 2023 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში განხორციეებული წარმატებული პროექტების შესახებ.

 

პრეზენტაციის შემდგომ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ უპასუხა.

 

სხდომის დასასრულს თავმჯდომარემ თერჯოლელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა თითოეულ ადამიანს.

 

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

#