თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 10 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი
ჩხიკვაძის,
იურიდიულ
საკითხთა
კომისიის
თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის, მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
1.
,,საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების
მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული
პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მ უნიციპალიტეტის საკრებულოს
2025 წლის 3 დეკემბრის №გ-29.29253378 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282534235,
08.12.2025 წ);
/მომხს.:
ბ.ბუცხრიკიძე/
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ.თერჯოლაში, კოსტავას(ყოფილი
გიორგაძის) ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 519 კვ2 მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 33.09.36.099) განთავსებულ
შენობაში, 1 სართულზე არსებული 26.320 მ2 არასაცხოვრებელი ფართი მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2
წლის ვადით გადასცეს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282534386, 09.12.2025 წ.).
/მომხს.:
ბ.ბუცხრიკიძე/
3.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის
№გ-29.292530315 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს.:
ბ.ბუცხრიკიძე/
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის №გ-29.292530313 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს.:
ნ.ოქრუაძე/
🔷
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს
სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, კულტურის,
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, და ბიუროს სხდომებზე
იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები, ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.