• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 17 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

ხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

 

 

🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის  მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 აპ რიგგარეშე სხდომის
                                                               დღის წესრიგი:

 

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 აპრილის №გ-29.2926091001 განაკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282610126, 14.04.2026 წ);

 

მომხს.ბ.ბუცხრიკიძე

 

2. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი №GOV 5 26 00008076, 13.03.2026 წ.);

მომხ: ბ. ბუცხრიკიძე

 

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხ: ბ. ბუცხრიკიძე

4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხ: ბ. ბუცხრიკიძე

 

 

🔷 აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

 

🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

 

🔷სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერი მოადგილე - მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

#