თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 12
ივნისს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს
თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების
მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ
საკითხთა
კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და კულტურის, განათლების, სპორტისა
და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავნჯდომარის - ნინო ოქრუაძის მიერ წარდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, კულტურის,
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის და ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
🔷 საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს მერიის
სამსახურისა და აიპის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები -
ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026
წლის 12 ივნისის
რიგგარეშე სხდომის
დღის
წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის-სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 08 ივნისის
№28-282615953 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 08 ივნისის
№28-282615953 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 08 ივნისის
№28-282615953 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა
და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების
განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის 2026 წლის 08 ივნისის №28-282615953 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
5. ,,თერჯოლილის
მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის
03 დეკემბრის №გ-29.2925337001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 09 ივნისის №28-282616087 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ერთობლივი პროექტის განხორციელების
მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცემის შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის 2026 წლის 09 ივნისის №28-282616088 წერილი);
მომხ: ბ. ბუცხრიკიძე
7. თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა მერს, რომ ქალაქ
თერჯოლაში მდებარე ს/კ 33.09.42.1095-ით რეგისტრირებული 16 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის
უფლებით, არსებობის ვადით გადასცეს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემდგომში
მასზე ავტომატური მეტოროლოგიური სადგურის განთავსების მიზნით(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-28261616, 10.06.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის
შესახებ (თანხმობა თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერს, რომ ქალაქ თერჯოლაში, რუსთაველის ქ. №109 -ში მდებარე
მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.945) არსებული 26.42 მ2 ფართი მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით,
არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (ს/კ202051536) (თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-28261617, 10.06.2026 წ);
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
9. ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში, ტურიზმის მიმართულებით (თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის წერილი №28-282616220, 11.06. 2026 წ.).
მომხს.: ს.ბუსკივაძე