#დაიცავიშენიქალაქი
#ერთადვიზრუნოთგარემოზე
♻️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის #ლაშა _გოგიაშვილის ინიციატივით ქალაქ თერჯოლასა და მის შემოგარენში, კერძოდ ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. 
♻️გზის განაპირა ადგილებზე ხდება ხეების  დაზიანებული ნაწილის,  გამხმარი ტოტების მოცილება, ფერდობზე ჯაგნარის გაკაფვა და ნარჩენების გატანა.
♻️სამუშაოების მიზანია კეთილმოწყობილი, სუფთა, გარემოს შენარჩუნება და არსებული მწვანე ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება.
♻️დასუფთავების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში  ჩართული ბენეფიციარების, ასევე ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ერთობლივი მუშაობით  განხორციელდა.