• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორდღიანი ვორქშოპი გაიმართება

მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, ან სურს ინოვაციური სტარტაპის შექმნა, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 20-21 ნოემბერს, თერჯოლაში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
თუ გსურს, შექმნა ინოვაციური სტარტაპი, ამისთვის საჭიროა:
✅დარეგისტრირდე იდეათონზე;
✅ დაესწრო თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორდღიან ვორქშოპებს;
✅ მოიპოვო შესაძლებლობა, გაიარო ორკვირიანი პრე-აქსელერაცია და მონაწილეობა მიიღო 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსში.
იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში!
პრე-აქსელერატორი დაგეხმარებათ, განავითაროთ ინოვაციური იდეები, დასახოთ სტარტაპ იდეის, ან პროდუქტის განხორციელების სტრატეგია და მოემზადოთ 25 000-ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:
✅დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს 15 წლის ასაკიდან.
თერჯოლაში შეხვედრები გაიმართება:
20 ნოემბერი -11:00 საათიდან 16:00 საათამდე
21 ნოემბერი -11:00 საათიდან 16:00 საათამდე
მის: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი ( რუსთაველის ქუჩა #109)
სარეგისტრაციო ბმული;
#