• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ თუზსა და გოდოგანში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

🟢თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ თუზსა და გოდოგანში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

🛣️დღეს მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; ჯემალ ისაკაძე და დავით გოგბერაშვილი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ.

🟢#ამ_დროისთვის თავასა-თუზის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

🛣️გარდა ამისა, მიმდინარეობს სოფელ გოდოგანში, ჭიჭინაძეების უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს.

#