• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად, სოფელ ღვანკითში, ეწერსა და ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული თითოეული მოქალაქის პრობლემის მოგვარებაში. ჩემი განცხადების საფუძველზე მოხდა შესაბამისი კომისიის მიერ, საცხოვრებელი პირობების ადგილზე გადამოწმება, დეტალური განხილვა და დაკმაყოფილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება. მჯერა, რომ მომავალში აღნიშნული პრობლემა კიდევ ბევრ ოჯახს მოუგვარდება.”-აღნიშნა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა, ბადრი ბრეგაძემ.

მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია ,,სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაო შეხვედრას, ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ჭანკვეტაძე, ასევე ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ვერულაშვილი, საკრებულოს წევრი, კობა კაცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#