• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად რამდენიმე ოჯახში პირადად იმყოფებოდა, სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ბენეფიციარებს სამომავლოდ მხარდაჭერას დაჰპირდა.

,,მიმდინარე წელს, სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, ჩამოინგრა სახურავი და საყრდენი კედლები. დაზიანების მასშტაბის გამო, მოხდა აღნიშნული ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ხოლო დემონტაჟისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები.ასევე, თებერვალში სტიქიის დროს,დაზარალებულ მოსახლეობას საჭიროების მიხედვით გადასახური მასალები გადაეცათ.“- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას მერიის თანამშრომელი, სოსო ჩაფიჩაძე, საკრებულოს წევრები, კობა კაცაძე და ბიძინა ბუცხრიკიძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#