• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხე დღეა ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვია


✔️მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან, ზვიად გვადიბაძესთან ერთად იმ ოჯახებში ვიზიტს აგრძელებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. უშუალოდ ერთვებიან მიმდინარე პროცესებში, ადგილებზე ეცნობიან სიტუაციას და კოორდინაციას უწევენ სხვადახვა სამსახურების მუშაობას.

✔️მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, პრობლების მოგვარების მიზნით ენერგო-პრო ჯორჯიას სამუშაო ჯგუფები მთელი დღის მანძილზე მუშაობენ.

✔️შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფი სრულ მზადყოფნაშია, რათა საჭიროების დროს, დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და სათანადო დახმარება გაუწიონ მოსახლეობას.

✔️გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ პრობლემის შემთხვევაში დარეკონ;

☎️გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში -112;
☎️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი -577 390 560
☎️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე- 555 503 110

#