• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

წიგნის ჩუქების დღე თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბიბლიოთეკებს და მათ მკითხველს წიგნის ჩუქების დღე მიულოცა.
ამ დღესთან დაკავშირებით მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად მოინახულა და წიგნები გადასცა საჩუქრად, სოფელ გოგნის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ , ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე , მარტის თვიდან ფუნქციონირებს . ხელმძღვანელი პირები დღესვე ქალაქ თერჯოლის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკას, ჭოგნარის, სიქთარვისა და ქვედა სიმონეთის ბიბლიოთეკებს ეწვივნენ, წიგნები გადასცეს საჩუქრად და წარმატებები უსურვეს.
თერჯოლის მერის თქმით, ბიბლიოთეკების არსებობა, წიგნადი ფონდი , ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ბოლო წლებში საბიბლიოთეკო საქმიანობა 4 სოფელში განახლდა და მომავალში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მათ ფუნქციონირება-განვითარებას.
საგანმანათლებლო ღონისძიება, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
23 აპრილი ,წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე, საქართველოში 2019 წელს დაწესდა და მისი მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და მომავალი თაობისათვის წიგნის სიყვარულის გაზრდა-დანერგვა . თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ამ დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს, უკვე მესამე წელია უერთდება.

#