• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

🔷ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს ქართველ კომპოზიტორთა სხვადასხვა კომპოზიციები.

🔶საანგარიშო კონცერტს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი,მანუჩარ რობაქიძე და მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, სამომავლოდ წარმატებული საქმიანობა უსურვეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.დღესვე მერიის ინიციატივით სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს საახალწლოდ საჩუქრები გადაეცათ.

🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას.

🔶ღონისძიებას ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო, განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#